აშშ-ში ასზე მეტი საზღვაო ქვეითი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს

აშშ-ში ასზე მეტი საზღვაო ქვეითი ვაქცინაციის კანონის დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს

1748919
აშშ-ში ასზე მეტი საზღვაო ქვეითი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასზე მეტი საზღვაო ქვეითი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაქცინაციის კანონის დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჯარისკაცების მოთხოვნები, რომლებიც რელიგიური მიზეზების გამო კოვიდ-19-ის ვაქცინაციისგანა განთავისუფლებას ელოდნენ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსმა ჟურნალ Marine Corps Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის, 103 საზღვაო ქვეითი იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სპიკერმა მაიორმა ჯიმ სტენგერმა განუცხადა ჟურნალს, რომ 1007 ვაქცინაზე გათავისუფლება იქნა მინიჭებული სამედიცინო და ადმინისტრაციული მიზეზების გამო, ხოლო 2836-ის მოთხოვნა, რომლებიც რელიგიური მიზეზების გამო გახლდათ, ამ დრომდე უარყოფილია. მისივე თქმით, მოქმედ პერსონალს ვადა 28 ნოემბრამდე მიეცა, რათა ან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაეკეთებინათ, ან გამონაკლისის მოთხოვნით მიემართათ.

მეორეს მხრივ, გასულ კვირას აშშ-ის საჰაერო ძალების დაახლოებით 27 ჯარისკაცი იმავე მიზეზით დაითხოვეს სამსახურიდან.



მსგავსი ინფორმაციები