ბაიდენმა და პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს

ბაიდენმა და პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს

1744485
ბაიდენმა და პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს
putin-biden1.jpg
putin-biden.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი და ევროპელი პარტნიორები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთებულები არიან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ აშშ და პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშრებით ჯო ბაიდენ-ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრა იყო „ღია“ და „ბიზნესზე ორიენტირებული“ რა, ორი ქვეყნის ლიდერმა 16 ივნისს ჟენევაში გამართული სამიტის შედეგები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ 2015 წელს მინსკში გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულებულა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ არის „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, პუტინმა ბაიდენს შესთავაზა ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე დაწესებული ზომების გადატვირთვა.



მსგავსი ინფორმაციები