ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

1743586
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ჯავის პროვინციაში შაბათს სემერუს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

ლუმაჯანგის რეგიონში 3676 მეტრის სიმაღლის ვულკანის დღეს მომხდარი აფეთქების გამო სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა შეაჩერეს.

სემერუს ვულკანის ობსერვატორიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანის ირგვლივ საშიშროება კვლავ გრძელდება და რომ რეგიონში შესვლისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

შაბათს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მიმდებარე დასახლებები ფერფლით და კვამლით დაიფარა.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს (BNPB) წარმომადგენელმა აბდულ მუჰარიმ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ 13 ადამიანი დაიღუპა და 98 დაშავდა.

განცხადების მიხედვით კვამლისა და ფერფლის გამო მრავალი სოფელი სიბნელეშია და 902 ადამიანი ევაკუირებულია უსაფრთხო ზონებში.


საკვანძო სიტყვები: #ვულკანი , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები