თავდასხმა საარჩევნო უბნებზე

თავდასხმა საარჩევნო უბნებზე

1742511
თავდასხმა საარჩევნო უბნებზე

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში 5 საარჩევნო უბანი გაძარცვეს, ერთი თანამშრომელი კი გაიტაცეს. ლიბიის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საოპერაციო ოთახის ხელმძღვანელმა, საიდ ალ-კასაბიმ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დედაქალაქ ტრიპოლის 5 საარჩევნო ოფისი დაარბიეს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებში სულ 2381 ბიულეტენი გაანადგურეს და ერთი თანამშრომელი გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლიბიის პოლიტიკური დიალოგის ფორუმის შეხვედრებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა გაერო, გადაწყდა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 24 დეკემბერს ჩატარდეს.



მსგავსი ინფორმაციები