ევროკავშირი უკრაინას თავდაცვის გასაძლიერებლად 31 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი უკრაინას თავდაცვის გასაძლიერებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის 31 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

1742366
ევროკავშირი უკრაინას თავდაცვის გასაძლიერებლად 31 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის გასაძლიერებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის 31 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს.

ევროსაბჭოს წერილობითი განცხადების თანახმად, დახმარება, რომელიც მოიცავს უკრაინის გარდა ასევე საქართველოს, მოლდოვასა და მალის, მიზნად ისახავს მშვიდობის მხარდაჭერას ამ ქვეყნებში სამხედრო შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერების გზით.

31 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების დაფინანსებისთვის, როგორიცაა საველე ჰოსპიტალი და ლოჯისტიკური დანაყოფები, რომლებიც გამოყენებული იქნება განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებში, უკრაინას 36 თვის განმავლობაში გადაეცემა.

ამავე მიზნით და ამავე ვადაში საქართველოს 12 მილიონ 750 ათასი ევროს, ხოლო მოლდოვას 7 მილიონი ევროს დახმარება გადაეცემა.

მალის 24 მილიონი ევროს დახმარება 30 თვის განმავლობაში გადაეცემა ქვეყანაში ამჟამად მოქმედი ევროკავშირის განათლების მისიის ფარგლებში.



მსგავსი ინფორმაციები