აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ბელორუსს

სანქცირებულთა სიაშია 32 სუბიექტი

1742722
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ბელორუსს

 

 

აშშ-მა ახალი სანქციების სიაში შეიყვანა ბელორუსიის 12 ორგანიზაცია და 20 თანამდებობის პირი, ხოლო მისი სამი თვითმფრინავი კი, "ბლოკირებულ აქტივებად" გამოაცხადა. სანქციების კომენტირებისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „დღეს, საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, ჩვენ ვიღებთ დამატებით ზომებს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის მიმართ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფისათვის, სასტიკი რეპრესიებისათვის და კიდევ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დაუცველი მიგრანტების, პოლონეთის საზღვარზე უგუნური ექსპლუატაციისთვის." მისივე თქმით, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა დაადგინა ბელორუსიის კუთვნილი სამი თვითმფრინავი, როგორც დაბლოკილი აქტივები, ხოლო ამის პარალელურად 32 ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს და ხელს უწყობენ მის რეპრესიებს, სანქციების სიაში შეიყვანეს. სანქცირებულთა სიაში არიან ბელორუსიის სატვირთო კომპანიის Transaviaexport-ი, Beltechexport-ი, ელექტრომექანიკური ქარხანა აგათი და სხვა, ხოლო სანქცირებულ კერძო პირებს შორის არიან ბელორუსიის რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის დირექტორატის 10 პირი და ლუკაშენკოს ოჯახთან დაახლოებული 3 პირი. რაც შეეხება დაბლოკილი სამი თვითმფრინავიდან ორი ეკუთვნის კომპანია ცენტრკურორტს, ხოლო ერთი კი კომპანია სლავკალს.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #ბელორუსი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები