ავღანეთისა და მიანმარის ელჩები, ჯერ ჯერობით არ იქნებიან წარმოდგენილნი გაეროში

ამის შესახებ გადაწყვეტილება აკრედიტაციის კომიტეტმა გუშინ მიიღო

1742104
ავღანეთისა და მიანმარის ელჩები, ჯერ ჯერობით არ იქნებიან წარმოდგენილნი გაეროში

ავღანეთის მმართველი თალიბების და მიანმარში სამხედრო ხუნტის მიერ გაეროში წარდგენილი ელჩობის კანდიდატები, ჯერ ჯერობით არ იქნებიან წარმოდგენილი ამ ორგანიზაციაში. გუშინ, გაეროს გენერალური ასამბლეის აკრედიტაციის კომიტეტი შეიკრიბა, რათა განეხილათ, თუ ვინ წარადგენს ამ ქვეყნებს გაეროში მას შემდეგ, რაც მიანმარის სამხედრო ხუნტამ მიმდინარე წლის 1 თებერვალს და თალიბებმა კი  15 აგვისტოს ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. გაეროს 9 წევრიანი კომიტეტის ხელმძღვანელმა, შვედეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ანა კარინ ენესტრომმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ კომიტეტმა ჯერ ჯერობით გადადო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ წარადგენს გაეროში ავღანეთსა და მიანმარს. თალიბების ელჩად გაეროში წარდგენილი იყო სუჰეილ შაჰინი.


საკვანძო სიტყვები: #ელჩი , #მიანმარი , #ავღანეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები