ლინდა გრინფილდმა ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული შეხვედრები შეაფასა

“ებრაული დასახლებების გაფართოებამ  კრიტიკულ წერტილს მიაღწია“

1741437
ლინდა გრინფილდმა ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული შეხვედრები შეაფასა

 

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ებრაული დასახლებული პუნქტების გაფართოებამ პალესტინურ მიწებზე მიაღწია კრიტიკულ წერტილს, რამაც შეარყია მოლაპარაკებები, რომელზედაც არსებული პრობლემების ორ სახელმწიფოებრიობის შექმნის საფუძველზე განიხილავენ. ტომას გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ვიზიტის დროს ჩატარებულმა პირისპირმა შეხვედრებმა ისრაელში, პალესტინასა და იორდანიაში წარმოშვა "პერსპექტიული" იდეები და რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მხარეებს შორის გამქრალი ნდობის ჩამოყალიბებაში. "ჩემი ვიზიტის დროს დავინახე, თუ რამდენად სერიოზული იყო პალესტინელების უსაფრთხოების მდგომარეობა. ბევრი ახალი რამ გავიგე ებრაული დასახლებების შესახებ, რომელთა მხოვრებლები თავს ესხმიან პალესტინელებს, ძარცვავენ ან აზიანებენ მათ სახლებს იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე. მე ეს მდგომარეობა ვრცლად და დეტალურად განვიხილე ჩემს ისრაელელ კოლეგებთან პირისპირი შეხვედრის დროს," განაცხადა გრინფილდმა და იქვე დაამატა, რომ პალესტინელ ოჯახებს ეშინიათ საკუთარი სახლებიდან ძალით გამოსახლებისა. მისივე თქმით, აშშ-ი თავიდანვე არ უჭერს მხარს ებრაული დასახლებების გაფართოებას, მით უმეტეს ახლა, როცა ამ პრაქტიკამ მიაღწია ისეთ კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც ძირს უთხრის მოლაპარაკებების შედეგად ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას.



მსგავსი ინფორმაციები