ციხეზე თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ციხეზე თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

1740947
ციხეზე თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ნიგერიაში კვირა დღეს ციხეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 252 პატიმარი გაიქცა.

ციხის დეპარტამენტის სპიკერმა ფრენსის ენობორმა განაცხადა, რომ პლატოს შტატებში ჯოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ციხის თანამშრომლები, მრავალი კი დაიჭრა. ენობორმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მომხდარი თავდასხმის შედეგად 252 პატიმარიც გაიქცა, რომელთა დასაჭერად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ციხე

მსგავსი ინფორმაციები