მაროკო საფრანგეთთან ფრენებს აჩერებს

მაროკო საფრანგეთთან ფრენებს აჩერებს

1739338
მაროკო საფრანგეთთან ფრენებს აჩერებს

მაროკომ გამოაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების გამო საფრანგეთთან ფრენები კვირას შუაღამედან შეჩერდება.

მინისტრთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიისგან მაროკოს მიღწეული სიტუაციის დასაცავად გადაწყდა საფრანგეთთან ფრენების შეჩერება, სადაც კოვიდ-19-ის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა.

საბჭომ ადრე გაკეთებულ განცხადებში, ამ რეგულაციის დღეიდან ამოქმედება დაანონსა, მაგრამ მაროკოში მყოფი უცხოელების ქვეყნის დატოვების და საზღვარგარეთ მყოფი მაროკოელების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ეს თარიღი გადაიწია.

მეორეს მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილ სამოგზაურო სიაში, „წითელ სიაში“ სამხრეთ აფრიკაში და ბოტსვანაში გავრცელებული ვარიანტის გამო  6 აფრიკული ქვეყანა შეიყვანა.

ეს ქვეყნები გახლავთ სამხრეთ აფრიკა, ნამიბია, ლესოთო, ბოტსვანა, ესვატინი და ზიმბაბვე.



მსგავსი ინფორმაციები