ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

1738603
ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, კემეროვოს ოლქის მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კემეროვოს ოლქში ქვანახშირის მაღაროში დაახლოებით 250 მეტრის სიღრმეზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძრისა და კვამლის გამო შახტიდან 239 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 11 ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

მაღაროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეორეს მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ქვანახშირის მაღარო

მსგავსი ინფორმაციები