ვისკონსინის შტატში ავტომობილის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ვისკონსინის შტატში ავტომობილის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

1736863
ვისკონსინის შტატში ავტომობილის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატის ქალაქ, უოკეშოში საშობაო აღლუმში ავტომობილის შევარდნის შედეგად ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. საზარელი შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა. პოლიციის მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარის შედეგად ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავებულია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ავტომობილის, რომელიც ხალხში შევარდა, გასაჩერებლად ცეცხლი გახსნა და შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია იყო თუ არა ეს ინციდენტი ტერორისტული აქტი, ქალაქში საჯარო სკოლები ორშაბათს დაიხურება.



მსგავსი ინფორმაციები