პენტაგონი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

პენტაგონი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

1735410
პენტაგონი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო (პენტაგონი) იტყობინება, რომ შეერთებული შტატები „აღიარებს თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) სამხედრო მოდერნიზაციის საჭიროებებს“. პენტაგონმა 16 ნოემბერს,  თურქეთ-ამერიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის, პენტაგონში გამართულ მაღალი დონის თავდაცვის ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადებაში, თავდაცვის სამინისტროს მდივნის მოადგილემ, ლორა კუპერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამერიკულ დელეგაციას, განაცხადა, რომ „ისინი აღიარებენ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოდერნიზაციის საჭიროებებს“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ბევრი ფუნქციონალური და რეგიონალური საკითხი, რომლებიც ეფუძნება მოლაპარაკებებს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარს შორის.

პენტაგონის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე დელეგაციებს შორის ავღანეთში, აფრიკაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებიც იქნა განხილული.

ცნობისათვის, გუშინ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრა, დადებით და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა და შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პენტაგონი

მსგავსი ინფორმაციები