აშშ-ს მოწოდება რუსეთს

აშშ-ს მოწოდება რუსეთს

1734417
აშშ-ს მოწოდება რუსეთს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ბელორუსიაზე, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

„მომხდარზე პასუხისმგებლობის ლუკაშენკოს რეჟიმზე დაკისრების მიზნით, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ეს მოიცავს სანქციებსაც. საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს თავისი გავლენა ბელორუსიაზე, რათა შეაჩეროს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ სასოწარკვეთილი პირების მიმართ ძალადობა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რუსეთისა და ბელორუსიის ურთიერთობაში და რუსეთის ძალაუფლებაში ამის გასაკეთებლად,“ აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯენ პსაკი , #მოწოდება , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები