გაერო ეთიოპიაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო ეთიოპიაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

1728919
გაერო ეთიოპიაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ეთიოპიაში კონფლიქტების ესკალაციისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რა, გამოთქვა თავიანთი ღრმა შეშფოთება ეთიოპიაში მზარდი ძალადობის და მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილების გამო.

მისივე თქმით, გუტერესმა აღნიშნა, რომ ეთიოპიასა და რეგიონის სტაბილურობა საფრთხეშია და მოუწოდა სამთავრობო ძალებს და ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელ ფრონტს (TPLF) დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაიწყონ ინკლუზიური ეროვნული დიალოგი.

შეგახსენებთ, რომ ეთიოპიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა  2 ნოემბერს გამოაცხადა, მეამბოხე TPLF-ის თავდასხმების გამო, რომელიც განაგრძობს წინსვლას ქვეყნის ჩრდილოეთით. შეტაკებები ფედერალურ არმიასა და TPLF-ს შორის 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.


საკვანძო სიტყვები: #ეთიოპია , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები