ევროკავშირი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას

ევროკავშირი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას

1726330
ევროკავშირი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას

ევროკავშირის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინის მცდელობებს, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ისრაელ-პალესტინის საკითხის ორი სახელმწიფოს ფორმატში მოგვარების ერთგული რჩება.

პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და   საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან ბრიუსელში შეხვედრა გამართა.

შარლ მიშელმა, მოჰამედ შტაიემთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რეგიონულ სფეროზე ევროკავშირის მხარდაჭერით პალესტინის სახელმწიფოს მშენებლობის ძალისხმევისთვის. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი.“

საკითხთან დაკავშირებით, ჯოზეფ ბორელის ოფისიდანაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის მოლოდინს და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. ამავე განცხადებაში კიდევ ერთხელ მტკიცედ არის აღნიშნული, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხი ორი სახელმწიფოს ფორმატში უნდა მოგვარდეს.

ბორელის ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე ისიც არის აღნიშნული, რომ მოჰამედ შტაიემთან გამართულ შეხვედრაზე, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის თემები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები