თავდასხმა მეჩეთზე

მრავალი ადამიანი დაიღუპა

1724978
თავდასხმა მეჩეთზე

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში, პროვინცია ნიგერში ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოტოციკლეტებზე შეიარაღებულმა პირებმა ნიგერის პროვინციის მაზა-კუკას რეგიონში დილის ლოცვაზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა. ნიგერის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით თავდამსხმელებმა ასევე 7 ადამიანი გაიტაცეს და მრავალ შენობა - ნაგებობა დააზიანეს.

მეორეს მხრივ, რეგიონში მივლინებული უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ერთი თავდამსხმელის ლიკვიდირება უკვე მოხერხდა.

ცნობისათვის, ქვეყანაში მოტოციკლეტებით განხორციელებული მსგავსი თავდასხმები ხშირია.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #მეჩეთი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები