გერმანიაში თურქი ეროვნების პირის საცხოვრებელი ბინის დაწვას შეეცადნენ

ქალაქ სოლინგენში მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ბინის აივანს, სადაც თურქი ეროვნების პირი ცხოვრობდა და ხანძრის გაჩენას შეეცადნენ

1722725
გერმანიაში თურქი ეროვნების პირის საცხოვრებელი ბინის დაწვას შეეცადნენ

გერმანიაში, ქალაქ სოლინგენში, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ბინის აივანს, სადაც თურქი ეროვნების პირი ცხოვრობდა და ხანძრის გაჩენას შეეცადნენ.

პროკურატურამ და პოლიციამ წერილობითი განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო და მომხდარისთვის ნათელის მოსაფენად საზოგადოებას დახმარება სთხოვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აალებადი სითხიანი ბოთლი შვერტის პროსპექტზე მდებარე ბინის აივანზე ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დააგდეს.

განცხადების მიხედვით, 48 წლის მოიჯარემ, რომელიც ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა, ცეცხლი საკუთარი შესაძლებლობებით ჩააქრო და პოლიცია გამოიძახა. ცნობილი გახდა, რომ ვუპერტალის პროკურატურამ და პოლიციამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

1993 წლის 29 მაისს, გერმანიის ქალაქ სოლინგენში, მევლუდე და დურმუშ გენჩის ოჯახის საცხოვრებელ სახლს რასისტებმა ცეცხლი წაუკიდეს და 5 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები