ერდოღან-ბუჰარის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-ბუჰარის ერთობლივი პრესკონფერენცია

1722564
ერდოღან-ბუჰარის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და აფრიკას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მან ამის შესახებ აფრიკის ტურნეს ფარგლებში ჩასულ მესამე ქვეყანა, ნიგერიაში თავის კოლეგა მუჰამედ ბუჰარისთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„აფრიკაში ჩვენი საელჩოების რაოდენობამ 43-ს მიაღწია. ჩვენ ჩავატარებთ მესამე თურქეთ-აფრიკის ბიზნეს ფორუმს 21-22 ოქტომბერს სტამბულში. შემდეგ, თურქეთ-აფრიკის პარტნიორობის მესამე სამიტს ასევე სტამბულში, 17-18 დეკემბერს ჩავატარებთ. მინდა ავღნიშნო, რომ მრავალი ნიგერიელი სტუდენტი თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში უმაღლეს განათლებას ღებულობს, „თურქეთის სტიპენტიების“ პროგრამით, ეს კი ჩემთვის ნამდვილად მისასალმებელი ნაბიჯია. ჩვენ მზად ვართ ნიგერიას გავუზიაროთ ჩვენი შესაძლებლობები, რომლებიც მსოფლიოში დაფასებულია თავდაცვის ინდუსტრიასა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდით სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით PKK-ს, PYD-ს, DEAŞ-ს და სხვებს. მას შემდეგ რაც 2016 წლის 15 ივლისს, FETÖ-ს ტერორისტულმა ორგანიზაციამ გადატრიალების მცდელობა მოაწყო ჩვენს ქვეყანაში, ნიგერიის ხელისუფლებას საჭირო ინფორმაციები გავუგზავნეთ და ვუგზავნით მათ შესახებ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის დროს ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამედ ბუჰარიმ კი განაცხადა: „ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ენერგეტიკის, თავდაცვის მრეწველობის, სამთო და ნახშირწყალბადების სფეროებში თანამშრომლობას. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმებები განხორციელდება რაც შეიძლება მალე.“



მსგავსი ინფორმაციები