პარიზში, ალჟირელთა სისხლიანი ტრაგედიიდან 60 წელი გავიდა

გუშინ, მრავალ ქალაქში დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიები გაიმართა

1721055
პარიზში, ალჟირელთა სისხლიანი ტრაგედიიდან 60 წელი გავიდა
fransa 61 katliami cezayirliler1.jpg
fransa 61 katliami cezayirliler.jpg

როგორც ცნობილია, 1961 წლის 17 ოქტომბერს პარიზში, ალჟირის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მხარდასაჭერად მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც მკაცრად იქნა დარბეული  ფრანგი პოლიციელების მხრიდან და გუშინ, ამ ხოცვა-ჟლეტის 60 წლისთავზე, დედაქალაქ პარიზთან ერთად ქვეყნის კიდევ 70 ქალაქში გაიმართა  დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიები. 60 წლის წინ გამართული ხსენებული დემონსტრაციის დროს, სენ-მიშელის სახელობის ხიდზე, ალჟირის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ და კომენდანტის საათის გამპროტესტებელ დემონსტრაციაზე, 300-ზე მეტი ალჟირელი წარმოშობის მოქალაქე იქნა მოკლული და ამიტომ გუშინდელი ხსოვნის ცერემონია, ამ ხიდზე და მის მიდამოებში გაიმართა. აქტივისტებმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, ხსენებული ხოცვა-ჟლეტა აღიარონ როგორც „სახელმწიფო დანაშაული“ და ამასთან, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გახსნან ყველა არქივი. დემონსტრაციის ორგანიზატორებმა, 60 წლის წინანდელი ტრაგედიის  მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ, მდინარე სენაში ვარდები ჩაყარეს, ხოლო სენ-მიშელის სახელობის ხიდი კი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. დემონსტრაციის დროს პოლიციამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები