ლიბანის პრეზიდენტი შეშფოთებულია გუშინდელი მოვლენებით

მან ერისადმი მიმართვაში ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა

1720177
ლიბანის პრეზიდენტი შეშფოთებულია გუშინდელი მოვლენებით

 

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ ავნმა წუხელ, ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ არმია და უსაფრთხოების ძალები,  თავიანთ წვლილს  ასრულებენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ”არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყანა მძევლად აიყვანოს საკუთარი ინტერესების ან გათვლების განსახორციელებლად. დაუშვებელია იარაღი გახდეს ლიბანელთა შორის კომუნიკაციის ენა”, ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთადერთი მოქმედი ორგანოა პრობლემების გადასაჭრელად, ამიტომაც ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დამნაშავეებისა და გამომწვევების გამოვლენამდე მკაცრად გააკონტროლებს.

ამ დროს ლიბანის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადეს, რომ დედაქალაქ ბეირუთში, გუშინ მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 9 ადამიანი.

როგორც ცნობილია გუშინ დილით, შიიტი ჰეზბოლას და ამალის მოძრაობის მხარდამჭერები ბეირუთის იუსტიციის სასახლისკენ გაემართნენ მოთხოვნით, რომ გასულ წელს, ბეირუთის ნავსადგურში მომხდარი აფეთქების გამომძიებელი ქრისტიანი მოსამართლის, ტარიკ ალ-ბიტარის ნაცვლად სხვა მოსამართლე დანიშნონ, მაგრამ, მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 32 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები