ათენი და ვაშინგტონი ურთიერთობებს აღრმავებენ

მათ განაახლეს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებაც

1720224
ათენი და ვაშინგტონი ურთიერთობებს აღრმავებენ

 

ბერძნული და ამერიკული დელეგაციები ვაშინგტონში, სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაზე წელს მესამედ შეიკრიბნენ და მასზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც ამერიკა გააფართოებს თავისი ქვეყნის საქმიანობას საბერძნეთის სამხედრო სფეროშიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ბლინკენმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების, კლიმატის, ანტიტერორისტული და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები, ხოლო ამის პარალელურად განაახლეს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით და საშუალებას მისცემს აშშ -ის ძალებს, წვრთნები ჩაატარონ და იმოქმედონ საბერძნეთში არსებულ ბაზებში. ბერძნენმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგმა მიაღწია "უპრეცედენტო წერტილს," ხოლო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განახლება, გრძელვადიანი პარტნიორობის სიმბოლური და მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #აშს

მსგავსი ინფორმაციები