მშვილდ-ისრით თავდასხმა სამოქალაქოებზე

არის მსხვერპლი

1719349
მშვილდ-ისრით თავდასხმა სამოქალაქოებზე

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. კონგსბურგის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა Coop-ის სახელწოდების მაღაზიის მახლობლად ერთ-ერთმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. თავდამსხმელი დააკავეს და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.  

საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით შეფასება გააკეთა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება  უსურვა. მისი თქმით, „ნორვეგიამ განიცადა საშინელი მოვლენა.“


საკვანძო სიტყვები: #მშვილდ-ისრი , #თავდასხმა , #ნორვეგია

მსგავსი ინფორმაციები