ნედ პრაისმა აშშ-თალიბანის შეხვედრა შეაფასა

ნედ პრაისმა აშშ-თალიბანის შეხვედრა შეაფასა

1718833
ნედ პრაისმა აშშ-თალიბანის შეხვედრა შეაფასა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, აშშ-სა და თალიბანის მაღალჩინოსნებს შორის კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ  „გულწრფელი და პროფესიონალური“ იყო.

ნედ პრაისმა აღნიშნული შეხვედრა, „საქმიან შეხვედრად“ შეაფასა და დაამატა: „დისკუსიები იყო გულწრფელი და პროფესიონალური რა, აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნეს, რომ თალიბანი განისჯება არა მხოლოდ მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვითაც.“

მისივე თქმით, ამ შეხვედრას აშშ-ს დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ.

პრესკონფერენციის დროს, პრაიის ასეთი კითხვა დაუსვეს: ითანამშრომლებს თუ არა აშშ, თალიბანთან DEAŞ-K-ს წინააღმდეგ? ასე უპასუხა: „აქ არის საერთო ინტერესი. DEAŞ-K არის საფრთხე, როგორც აშშ-სა და მისი პარტნიორებისთვის, ასევე თალიბანისთვის.



მსგავსი ინფორმაციები