ვლადიმერ პუტინმა მერკელთან და მაკრონთან უკრაინის საკითხი განიხილა

ვლადიმერ პუტინმა მერკელთან და მაკრონთან უკრაინის საკითხი განიხილა

1718180
ვლადიმერ პუტინმა მერკელთან და მაკრონთან უკრაინის საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის საკითხი განიხილა.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი. გამოითქვა შეშფოთება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტის პროცესი შენელდა. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინის მთავრობამ არ შეასრულა შეთანხმებები ამ საკითხთან დაკავშირებით. სამმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ამ საკითხზე 2015 წელს მინსკის შეთანხმებების განხორციელების მნიშვნელობაზე და მათ მომავალ კოორდინაციას ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში.

სატელეფონო საუბრის შემდეგ სამივე ქვეყნის ლიდერმა შესაბამის უწყებებს, ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში შესაბამისი ნაბიჯების დროულად გადადგმის დავალება მისცეს.



მსგავსი ინფორმაციები