ევროკავშირის მინისტრებმა ავღანეთისადმი დახმარების საკითხი განიხილეს

ავღანეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა „დაშლის“ პირასაა

1718555
ევროკავშირის მინისტრებმა ავღანეთისადმი დახმარების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ, ევროკავშირის განვითარების მინისტრებთან ვიდეო კონფერენცის მეშვეობით შეხვედრა ჩაატარა ავღანეთთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა „დაშლის პირასაა,“ ამიტომაც მათ სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ. „ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ავღანეთში დანგრევის პირასაა. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს თანახმად, თუ არ მიიღებენ საჭირო ზომებს და სასწრაფოდ არ დაეხმარებიან ავღანეთს, მინიმუმ 1 მილიონ ბავშვს ამ ზამთარს სიცივისგან და შიმშილისგან საფრთხე დაემუქრება. ჩვენ არ შეგვიძლია დაველოდოთ და ვნახოთ ეს ტრაგედია, ჩვენ უნდა გადავიდეთ სწრაფ მოქმედებაზე,“ აღნიშნა ბორელმა.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები