ალჟირსა და მაროკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა

გადაწყვეტილება მიღებულია მაროკოს “მტრული ქმედებების გამო“

1718557
ალჟირსა და მაროკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა

ალჟირმა განაცხადა, რომ მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, რაბათის ელჩი აბდულჰამიდ აბდავი, ოფიციალურად გამოიწვიეს ამ ქვეყნიდან. გუშინ გამოქვეყნებულ ალჟირის ოფიციალურ მაცნეში წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, „აბდულჰამიდ აბდავის ელჩობა მაროკოს სამეფოში შეწყდა,“ ხოლო მის მაგივრად ახალ ელჩად არავინ არ დანიშნულა. ალჟირმა თავისი ელჩი რაბათიდან ჯერ კიდევ 18 ივლისს, მაროკოს გაეროში მუდმივი წარმომადგენლის განცხადებების შემდეგ გამოიწვია, რომელშიც მან მხარი დაუჭირა სეპარატიზმის მომხრე „ალ-ქაბაილ“-ის მოძრაობას. ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამთან ლამამრამ 24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო დადგენილება,  „მტრული ქმედებების“ გამო, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს მაროკოსთან.


საკვანძო სიტყვები: #მაროკო , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები