ძლიერი მიწისძვრა პაკისტანში

არსის მსხვერპლიც

1716029
ძლიერი მიწისძვრა პაკისტანში

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, ბალუჯისტანის პროვინციაში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი და 300-ზე მეტი დაშავდა.

პაკისტანის სეისმური მეთვალყურეობის ეროვნულმა ცენტრმა (NSMC) გამოაცხადა, რომ მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი არის ჰარნაის რეგიონის მახლობლად, 15 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:20 საათზე მოხდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები