არგენტინის აბორიგენი მოსახლეობა სამართალს ითხოვს

ისინი ძირძველი ადგილებიდან გასვლას არ აპირებენ

1716250
არგენტინის აბორიგენი მოსახლეობა სამართალს ითხოვს

 

არგენტინის ძირძველმა საზოგადოებებმა დემონსტრაცია გამართეს იმ კანონის გახანგრძლივების მოთხოვნით, რომელიც ხელს უშლის მათი საცხოვრებელი ადგილებიდან გაყვანას. დემონსტრანტები დედაქალაქ ბუენოს აირესში, მკვიდრი ხალხისა და სოციალური ორგანიზაციების მოწოდებით შეიკრიბნენ და ეროვნული კონგრესის შენობისკენ გაემართნენ, სადაც მათ ძველი, მამა-პაპური სიმღერები იმღერეს, ხოლო ლოზუნგებით და ბანერებით მოითხოვეს, ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობა არ გააძევონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან.

დემონსტრაციის ერთ -ერთმა ორგანიზატორმა, მაპუჩეს მკვიდრმა სოლ კვინჩაგუალმა თქვა:"ქვეყნის ძირძველი მკვიდრი თემების უმეტესობა ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის შესაფერისი მეტროპოლების გაშენებისათვის, რადგან, ეს ადგილები გარიყულია და დაშორებულია დასახლებული პუნქტებიდან. ჩვენ გვსურს, რომ მკვიდრი თემების საცხოვრებელი ადგილები შესაფერისი იყოს ჩვენი პოლიტიკურ-სოციალური განვითარებისთვის, ხოლო ამის პარალელურად ველით, რომ მკვიდრი თემების კრიტერიუმები აუცილებლად  იქნება დაცული და ისინი არ იქნებიან გაძევებულნი მამა-პაპური ტერიტორიებიდან." კანონი No-26160, რომელიც ამ ქვეყანაში 2006 წელს იქნა მიღებული, ხელს უშლის ადგილობრივების იძულებით გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ მისი ვადა იწურება 23 ნოემბერს და აბორიგენი მოსახლეობა ამ კანონის ვადის გაგრძელებას ითხოვს.



მსგავსი ინფორმაციები