მაროკომ შეაჩერა პირდაპირი ფრენები რუსეთთან

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაროკომ შეაჩერა პირდაპირი ფრენები რუსეთთან

1715553
მაროკომ შეაჩერა პირდაპირი ფრენები რუსეთთან

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაროკომ შეაჩერა პირდაპირი ფრენები რუსეთთან.

რაბათში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "მაროკოს მთავრობამ გადაწყვიტა დღეიდან შეაჩეროს ფრენები რუსეთთან".

მაროკოს ამ ნაბიჯის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს მოიცავს.

მაროკოს ხელისუფლებას ამ თემაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთმა ახალი ტიპის კორანავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში 8 ქვეყანაში შეჩერებული ფრენები მაისში განაახლა, მათ შორის მაროკოში. სექტემბერში კი გამოაცხადა, რომ მაროკოს მოქალაქეებს შეეძლოთ რუსეთში შესვლა პირდაპირი ფრენებით და ბელორუსიის გავლით.



მსგავსი ინფორმაციები