პრეზიდენტი ერდოღანი სოჭში ჩავიდა

ერდოღან-პუტინის შეხვედრა დაიწყო

1712192
პრეზიდენტი ერდოღანი სოჭში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით სოჭში ჩავიდა. ერდოღანს, სოჭის საერთაშორისო აეროპორტში,  კრასნადორის გუბერნატორის მოადგილე,  სოჭის მერი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის გენერალური დირექტორი, მოსკოვში თურქეთის ელჩი მეჰმეთ სამსარი და საელჩოს სხვა თანამშრომლები დახვდნენ.

ერდოღან-პუტინს შორის გასამართ პირისპირ შეხვედრაზე, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, სირიის, ლიბიის, ავღანეთის და სხვა საერთაშორისოს და რეგიონალური საკითხები იქნება განხილული.

თურქეთის პრეზიდენტის დელეგაციაში, ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც არიან.



მსგავსი ინფორმაციები