ტრიპოლში, ტობრუკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა

პრემიერმა მკაცრად დაგმო ახალი კაბინეტისადმი უნდობლობის გამოცხადება

1709241
ტრიპოლში, ტობრუკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (UBH) პრემიერ-მინისტრი აბდულჰამიდ დიბეიბე, დედაქალაქ ტრიპოლის მოწამეთა მოედანზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე გამოეხმაურა რა, ტობრუკის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, ახალი მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, მკაცრად გააკრიტიკა და გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხელმძღვანელობდა მეამბოხე გენერლის, ხალიფა ხაფტარის პოლიტიკური მოკავშირე, არალეგიტიმური ძალების ლიდერი ქვეყნის აღმოსავლეთში აქილე სალიჰი. "ეს ლეგიტიმურობა თქვენ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოთ და არა ხელის შეშლად. ისინი, ვინც ჩვენ გვიშლიან ხელს, მათ მხოლოდ ბოროტება, ომი და ნგრევა უნდათ ამ ქვეყნისთვის," ასე მიმართა მან ტობრუკის წარმომადგენლებს და იქვე დაამატა, რომ ტობრუკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ყველა წევრი და მათ შორის არიან ღირსეული პირები, რომლებმაც უკვე დატოვეს ტობრუკი და ტრიპოლში მოდიან."

როგორც ცნობილია, ლიბიის აღმოსავლეთში მოქმედებს მეორე პარლამენტი ტობრუკის წარმომადგენელთა სახით და ისინი ოპოზიციაში უდგანან რა ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობას, გუშინდელ სხდომაზე უნდობლობა გამოუცხადეს ტრიპოლის პარლამენტში ნდობა მოპოვებულ ახალ მთავრობას.


საკვანძო სიტყვები: #აბდულჰამიდ დიბეიბე , #ტრიპლი

მსგავსი ინფორმაციები