ფლორიდაში შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვილი მოკლა

თავდამსხმელი მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის ომებში

1703125
ფლორიდაში შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვილი მოკლა

ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში ყოფილმა საზღვაო ძალების ჯარისკაცმა 4 ადამიანი, მათ შორის დედა და 1 ჩვილი მოკლა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა ბრაიან რაილიმ ესროლა და მოკლა ოთხი ადამიანი, მათ შორის დედა და მისი სამი თვის ბიჭი. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელმა გუშინ ფლორიდის ცენტრში კიდევ 11 წლის გოგონაც დაჭრა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის ომებში რა, იგი ამჟამად დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელმა, რომელიც მოვლენების შემდეგ პოლიციას ჩაბარდა, განიცდიდა დეპრესიას და სტრესულ აშლილობას.


საკვანძო სიტყვები: #მკვლელობა , #ფლორიდა

მსგავსი ინფორმაციები