ახალ ზელანდიაში თავდამსხმელმა ცივი იარაღით სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ახალ ზელანდიაში თავდამსხმელმა ცივი იარაღით სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი დაჭრა

1702087
ახალ ზელანდიაში თავდამსხმელმა ცივი იარაღით სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი დაჭრა

თავდამსხმელი, რომელმაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაჭრა ახალ ზელანდიაში ქალაქ ოკლენდში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, პოლიციამ მოკლა.

პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თვალთვალის ქვეშ მყოფი შრი-ლანკის მოქალაქის ინციდენტი შეაფასა როგორც "ტერორისტული თავდასხმა".

არდერნმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ მოკლა, ქვეყანაში 2011 წლის ოქტომბერში ჩავიდა და 2016 წლიდან მას ეროვნული უსაფრთხოება ყურადღებით აკვირდებოდა.

ახალი ზელანდიის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ით იყო შთაგონებული.

ადგილობრივი წყაროების თანახმად, საავადმყოფოში გადაყვანილი ექვსი დაჭრილიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ახალი ზელანდია

მსგავსი ინფორმაციები