აშშ-ში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

1701802
აშშ-ში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

პირველადი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 45 ადამიანი დაიღუპა ქარიშხალი „იდა“-ს მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად.

ქვეყნის სამხრეთში ლუიზიანას შტატის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთში გადასულმა ქარიშხალმა „იდა“-მ ნიუ -იორკის, ნიუ ჯერსიის, პენსილვანიის, მერილენდის და კონექტიკუტის შტატებში ძლიერი წვიმები გამოიწვია.

ნიუ-იორკში წყალდიდობების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ნიუ ჯერსიში კი დაღუპულთა რიცხვმა 23-ს გადააჭარბა. წყალდიდობებმა პენსილვანიის, მერილენდის და კონექტიკუტის შტატებთან ერთად ამ დრომდე სულ მცირე 45 ადამიანი იმსხვერპლა.

ნიუ ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ თქვა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ის ადამიანებია, რომელთა მანქანებიც მოვარდნილმა წყალმა წაიღო.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ასევე შიშობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები