აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ავღანეთში არსებული ბოლო ვითარება შეაფასა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ავღანეთში არსებული ბოლო ვითარება შეაფასა

1701891
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ავღანეთში არსებული ბოლო ვითარება შეაფასა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ თალიბანის კონტროლის ქვეშ მყოფ ავღანეთში ახლადშესაქმნელი მთავრობა მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება იქნეს აღიარებული.

პრაისმა ავღანეთში მთავრობის შესაქმნელად თალიბანის მუშაობა და ქვეყანაში არსებული ბოლო ვითარება შეაფასა.

მისივე თქმით, ისინი მუშაობენ ქაბულის აეროპორტის გახსნის პროცესში თურქეთთან და კატართან და აეროპორტის გახსნა ყველა მხარისთვის, მათ შორის თალიბანისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სასარგებლო იქნება.

პრაისმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ღია იმისათვის, რომ ავღანეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებამ დანიშნულების ადგილას მიაღწიოს და მადლობა გადაუხადა თურქეთს და კატარს ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისათვის.

მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) პრესმდივანმა ჯონ კირბიმ კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს პენჯიშირის პროვინციაში ადგილობრივ ჯგუფებსა და თალიბებს შორის შეტაკებებში თალიბანის წინააღმდეგ პენჯშირში არსებულ ჯგუფებს, უპასუხა: "ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია დასრულდა” და მიანიშნა, რომ ისინი არ ჩაერთვებიან იქ კონფლიქტებში.

იმავდროულად, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სატელეფონო საუბარი გამართა ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრე პრინცთან სალმან ბინ ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთან და ქუვეითის ტახტის მემკვიდრე ფრინთან მეშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბირ ალ-საბაჰთან.

თეთრი სახლის პრესსამსახურის წერილობითი განცხადების თანახმად, ჰარისმა მადლობა გადაუხადა ქუვეითისა და ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრე პრინცეპს ავღანეთში პროცესში მათი როლისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნების მჭიდრო ალიანსი გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები