თეთრი სახლის პრესსპიკერი: „ავღანეთიდან ევაკუირებულთა 77% ავღანელია“

თეთრი სახლის პრესსპიკერი: „ავღანეთიდან ევაკუირებულთა 77% ავღანელია“

1701489
თეთრი სახლის პრესსპიკერი: „ავღანეთიდან ევაკუირებულთა 77% ავღანელია“

ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუირებული დაახლოებით 120,000 ადამიანიდან 77 პროცენტი ავღანელები არიან, რომლებსაც უფლება აქვთ განაცხადი შეიტანონ სპეციალურ საემიგრაციო ვიზაზე.

ფსაკიმ თეთრ სახლში ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ავღანეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

მან თქვა, რომ ისინი აგრძელებენ ძალისხმევას იმ ადამიანებისთვის, რომელთა ევაკუაცია ავღანეთიდან ვერ მოხდა და დაამატა: ”ევაკუირებულთა 77 პროცენტი ავღანელები არიან, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ სპეციალური საიმიგრაციო ვიზა (SIV).”

ფსაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრს არ ლაპარაკობდნენ, ასევე იყენებდნენ ავღანეთიდან ევაკუაციისთვის თვითმფრინავების გარდა სხვა გზებს და ზოგიერთ შემთხვევაში ვერტმფრენებითაც გადაჰყავდათ ადამიანები, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო ეს არ გაამჟღავნეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაციისთვის გახსნის მიმართულებით.

”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აეროპორტი კვლავ ფუნქციონირებდეს, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს თურქ და კატარელ პარტნიორებთან ერთად აეროპორტის სამოქალაქო ნაწილის გასახსნელად.” - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ევაკუაცია , #თეთრი სახლი

მსგავსი ინფორმაციები