ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

1701482
ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რჩება ერთგული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ოვალურ კაბინეტში, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის წინ, ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-უკრაინის პარტნიორობა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე მნიშვნელოვან ეტაპზეა.

”ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე.” - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეხვედრისას ისინი განიხილავენ დემოკრატიულ რეფორმებს უკრაინის ევროპაში უფრო მეტად ინტეგრაციის მიზნით და, რომ ისინი ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოების ახალ პაკეტზე, რომლის ღირებულებაა 60 მილიონი დოლარია.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები