ავღანეთს შიმშილობაც ემუქრება

ქვეყანაში მალე საკვების დეფიციტი შეიქმნება

1701237
ავღანეთს შიმშილობაც ემუქრება

გაერომ მსოფლიო საზოგადოებრიობა გააფრთხილა, რომ ავღანეთში სურსათის მარაგი ამ თვის ბოლოსთვის ამოიწურება და შექმნილი ქაოსური მდგომარეობის გამო შესაძლოა საკვების დახმარება შეწყდეს. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა რამიზ ალაქბაროვმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც იგი ესწრებოდა დედაქალაქ ქაბულიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით, თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედს არ გააჩნია სასურსათო უსაფრთხოება და რომ ხალხს სასწრაფოდ ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. ”სექტემბრის ბოლოს, ჩვენი სურსათის მარაგი ამოიწურება, ჩვენ ვერ შევძლებთ ძირითადი საკვები პროდუქტების მიწოდებას,” თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა არ უნდა მოჰყვეს ჰუმანიტარულ კატასტროფაში, რისთვისაც საჭიროა ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება. “ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 200 მილიონი დოლარი მარტო საკვები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად,” განაცხადა ალაქბაროვმა



მსგავსი ინფორმაციები