ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

1700961
ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები თავს დაესხნენ ბორნოს შტატის სოფელ რანს.

თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის 1 ჯარისკაცი და დახმარების საკითხებში მოხალისე, დაიღუპა და ბევრი კი დაშავდა.

ქვეყანაში ორი ათასიანი წლების დასაწყისიდან მოქმედი ბოკო ჰარამის მიერ 2009 წლიდან განხორციელებული მასობრივი ტერორისტული აქტების შედეგად 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ  2015 წლიდან ასევე განახორციელა თავდასხმები ქვეყნის მოსაზღვრე მეზობელ კამერუნში, ჩადსა და ნიგერში. სულ მცირე 2,000 ადამიანი დაიღუპა ორგანიზაციის თავდასხმები შედეგად ჩადის ტბის აუზში.

ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმებისა და კონფლიქტების გამო ასეულ ათასობით ადამიანს მოუწია გადასახლება.



მსგავსი ინფორმაციები