ჯო ბაიდენი ავღანეთიდან გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა

ჯო ბაიდენი ავღანეთიდან გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა

1700540
ჯო ბაიდენი ავღანეთიდან გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთის ოკუპაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო და რომ მათ არ შეეძლოთ ევარაუდათ ავღანეთის არმიის ასე მოკლე დროში დაშლა.

ჯო ბაიდენი ავღანეთიდან გასვლის პროცესის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "წუხელ აშშ-მ დაასრულა 20 წლიანი ომი ავღანეთში. ეს იყო ყველაზე გრძელი ომი აშშ-ს ისტორიაში." მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ყველაზე დიდი საჰაერო ევაკუაცია მის ისტორიაში და 120 000 -ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა.

ბაიდენმა დასძინა, რომ მათ აპრილში გადაწყვიტეს ავღანეთში ომის დასრულება და 31 აგვისტოს გასვლის ბოლო დღედ დათქმა და დაამატა: "მოლოდინი იყო, რომ 300 000 -ზე მეტი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი, რომლებსაც ჩვენ 20 წლის განმავლობაში ვწვრთნიდით და აღჭურვილი გვყავს, ძლიერი იქნებოდა სამოქალაქო ომში თალიბანთან. მაგრამ ვნახეთ, რომ ვარაუდი ავღანეთის მთავრობის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სწორი არ იყო."

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყვანა მისი 5,500 მოქალაქე და დაახლოებით 100-200 ადამიანი დარჩა შიგნით.

"შედეგად, ჩვენ გამოვიყვანეთ ამერიკელთა 90 პროცენტი, რომელთაც სურდათ ავღანეთის დატოვება. დარჩენილებისთვის ვადაარ არის. თუ მათ წასვლა მოუნდებათ, ჩვენ მათ დავეხმარებით. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას ყველა ამერიკელი და ავღანელი მოკავშირის უსაფრთხო გამოსვლის უზრუნველსაყოფად.” - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დროა დასრულდეს ომი და დასძინა: ”ახლა ახალი სამყაროა. ტერორისტული საფრთხე ავღანეთის მიღმა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.”

ბაიდენმა კრიტიკას, რომ ომი ავღანეთში შეიძლება გაგრძელდეს უფრო დაბალი ინტენსივობით, ნაკლებად საფასურით და ნაკლებად სარისკო გზით, უპასუხა: "ასეთი არჩევანი არც ერთ ომს არ აქვს."



მსგავსი ინფორმაციები