ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

1698012
ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის რეგიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ამერიკულმა მედიამ გამოაცხადა, რომ მომხდარის შედეგად 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ალ-ჯაზირა კი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი 25-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 90-მდე გაიზარდა.

Associated Press-ის ცნობით, ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობაც არ დაასახელეს, სჯერათ, რომ "თავდასხმა ნამდვილად განხორციელა ტერორისტულმა ორგანიზაცია DAEŞ-მა."

სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ "პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო თავდასხმა". იმავდროულად, საღამოს დედაქალაქ ქაბულში ახალი აფეთქების ხმა გაისმა.



მსგავსი ინფორმაციები