ალჟირში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ალჟირში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1690109
ალჟირში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ალჟირის მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად ბოლო მონაცემებით 69 ადამიანი მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აიმან ბინ აბდურრჰამანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად 69 ადამიანი, მათ შორის 28 ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად დახმარების თხოვნით ევროკავშირს უკვე მიმართეს.

ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ალჟირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო APS-ს ინფორმაციით, ქვეყანაში 18 პროვინციაში 71 ხანძრის კერაა გაჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები