ნედ პრაისმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ნედ პრაისმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1685807
ნედ პრაისმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ მათ, „ავღანელი ლტოლვილებისათვის არცერთი ქვეყნის მიმართულებით მითითება არ გაუკეთებიათ.“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს თურქეთის რეაქცია ავღანეთის ლტოლვილთა პროგრამის გაფართოებაზე ასე უპასუხა: „მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ს მთავრობის პოლიტიკა არ არის მიმართოს ან წაახალისოს პირები, რომლებიც ეძებენ დაცვას და თავშესაფარს გარკვეულ უსაფრთხო ზონებში. ჩვენ არავის მივმართავთ კონკრეტულ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში. ჩვენ ვწუხვართ და შეშფოთებული ვართ გამოწვეული განცხადებებით ავღანელების თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.“

ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი მადლიერები არიან თურქეთის, რომელიც 4 მილიონზე მეტ ლტოლვილ იფარავს სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.



მსგავსი ინფორმაციები