აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა
აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა
1684229
ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის შორეულ ნაწილში „რობინსონი R66“-ის ტიპის კერძო ვერტმფრენის ადგილობრივი დროით 13:15 საათზე ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების ვინაობა კი არ გავრცელებულა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი KXTV-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაუდებელი დახმარების თანამშრომელმა კატასტროფის ადგილას ოთხი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აწარმოებს.