თურქეთიდან ტუნისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა

თურქეთიდან ტუნისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა

1680242
თურქეთიდან ტუნისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები გაკეთდა

თურქეთმა  ღრმა შეშფოთება გამოხატა ტუნისში პარლამენტის საქმიანობის შეჩერების გამო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, საგარეო უწყებამ გაავრცელა.

მეორეს მხრივ, დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ რეზოლუციები, რომლებიც ხელს უშლის არჩეული პარლამენტისა და დეპუტატების იმუნიტეტს  ტუნისში, წარმოადგენს გადატრიალებას კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.

მუსტაფა შენთოფმა ტუნისში მიმდინარე მოვლენები სოციალური ქსელის მეშვეობით შეაფასა.  

ტუნისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმაც და განაცხადა:

„ჩვენ ვგმობთ ინიციატივებს, რომლებსაც არ აქვთ კონსტიტუციური ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა.“

ფაქტი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ, ნუმან ქურულმუშმა,   აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან საუბრის დროს შეაფასა და  აღნიშნა, თურქეთი, ყოველგვარი გადატრიალებების წინააღმდეგია.

ტუნისში მიმდინარე მოვლენები ასევე შეაფასა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესმდივანმა ომერ ჩელიქმაც და მტკიცედ აღინშა, რომ ისინი დემოკრატიისადმი მხარდაჭერას გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები