პოლიტიკური  კრიზისი ტუნისში

პოლიტიკური  კრიზისი ტუნისში

1680008
პოლიტიკური  კრიზისი ტუნისში

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა განაცხადა, რომ მან პარლამენტის ყველა უფლებამოსილება შეაჩერა დეპუტატების იმუნიტეტი მოუხსნა.  მისივე თქმით, მან თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი ჰიშამ ალ-მაშიში და თვითონ, მის მიერ დანიშნული ახალი პრემიერ-მინისტრით აღასრულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ასევე აიღო მთავარი პროკურორის მოვალეობა კორუფციული მასალების გამოვლენის საფუძველზე. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სამხედრო სარდლობისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კატარულ ტელეარხ ალ-ჯაზირასთან ინტერვიუს  დროს განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში იქნება 30 დღის განმავლობაში.

„ტუნისმა უნდა მიიღოს საგანგებო ზომები ქვეყნის გადასარჩენად ძარცვის, ხანძრისა და არსებული ვითარების ფონზე. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა აეროპორტი და სასაზღვრო კარიბჭე დაკეტილია, ჯარმა ზოგიერთი პოლიტიკოსის დაპატიმრება დაიწყო,“ განაცხადა კაის საიდმა.

მეორეს მხრივ, ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, „გადატრიალებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ არავის მისემენ უფლებას ტუნისი, ეგვიპტეს დაამსგავსონ.

მან მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ დემოკრატიის დასაცავად ერთად იბრძოლონ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ კაის საიდის განცხადებების შემდეგ ტუნისის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

ცნობისათვის, ტუნისში ბოლო თვეების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით დედაქალაქ ტუნისში და მოხდა თავდასხმები პარტიულ ოფისებზე.



მსგავსი ინფორმაციები