მასშტაბური ხანძრი კუნძულ სარდინიაზე

მასშტაბური ხანძრი კუნძულ სარდინიაზე

1680438
მასშტაბური ხანძრი კუნძულ სარდინიაზე

იტალიის დასავლეთით მდებარე კუნძულ სარდინიაზე გუშინ დაწყებული ხანძრის გამო, 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება უკვე განხორციელდა. იტაიურ ტელეარხ Rainews24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორისტანოს პროვინციაში ძლიერი ხანძრის გამო, ამ დროისთვის დაზიანდა  20 ათასი ჰექტარი მიწა ტყეებით, ზეთისხილის ბაღებითა და ნარგავებით. ხანძრის კონტროლი ძლიერი ქარის გამო ჟერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ხანძრის ჩაქრობის პროცესში 7 500-მდე ადამიანი, 20 სპეციალური თვითმრინავი და  ვერტმფრენი მონაწილეობს.

მეორეს მხრივ, მასშტაბური ხანძრის გამო, იტალიამ დახმარებისთვის ევროკავშირს უკვე მიმართა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #სარდინია

მსგავსი ინფორმაციები