აბდულა II-მ, ნაფტალი ბენეტისთან და ბენი განცთან  შეხვედრა გამაეთა

აბდულა II-მ, ნაფტალი ბენეტისთან და ბენი განცთან  შეხვედრა გამაეთა

1680439
აბდულა II-მ, ნაფტალი ბენეტისთან და ბენი განცთან  შეხვედრა გამაეთა

იორდანიის მეფე, აბდულა II-მ ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი შეხვდა,  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და თავდაცვის მინისტრ ბენი განცს დაადასტურა, რათა ისრაელი და პალესტინა დიალოგის მაგიდაზე დაებრუნებინა.

იორდანიის სამეფო კარის წერილობითი განცხადების თანახმად, მეფე აბდულა II-მ ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუს დროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა და აღნიშნა: „ბოლოდროინდელი თავდასხმების შემდეგ (ღაზას თავდასხმები), ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პალესტინის ადმინისტრაციასთან შეხვედრა. მე შევხვდი პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შევხვედროდი ისრაელის თავდაცვის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. რადგან 2014 წლიდან შეჩერებული პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების ხელმეორედ დასაწყებად, საჭიროა ყველას დიალოგის მაგიდაზე დასვა.“

ცნობისათვის, ისრაელის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრმა განცმა თებერვალში ფარული შეხვედრა გამართა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან.



მსგავსი ინფორმაციები