ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19-ის შემთხვევი იზრდება

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19-ის შემთხვევი იზრდება

1678686
ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19-ის შემთხვევი იზრდება

იაპონიის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურას პრობლემები შეექმნება, თუ  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევები შეინარჩუნებს ზრდის ტენდენციას ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

ჯანდაცვის ექსპერტებმა, რომლებიც კოვიდ-19-თან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ ტოკიოს გუბერნატორის ოფისს, განაცხადეს, რომ დედაქალაქის ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა ერთგვარი გამოწვევების წინაშე აგვისტოს დასაწყისში დადგება, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ახალი ამბების თანახმად, ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორები აცხადებენ, რომ დედაქალაქი ეპიდემიის მე-4 ტალღას განიცდის.



მსგავსი ინფორმაციები